კახა კალაძე – ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია, გამოხატოს შეხედულებები, თუნდაც აქციებით, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება 

15:22, 07.04.2023

ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას თუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი შეხედულებები სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, აქცია კანონის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

„მათ აქვთ შესაძლებლობა, დააორგანიზონ აქცია. ჩვეულებრივად ჩატარდება აქცია, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინმე თუ გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რომ ქვეყანაში ყოველთვის იყოს დაცული სიმშვიდე და მშვიდობა“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი