კახა კალაძე - ნაცვლად იმისა, სახელმწიფოს, მოქალაქეებს გვერდით დაუდგნენ, ოპოზიციისგან შეურაცხყოფებს ვისმენთ, წარმატებულ ექიმებზეც აგრესია მოდის მათი მხრიდან
კახა კალაძე - ნაცვლად იმისა, სახელმწიფოს, მოქალაქეებს გვერდით დაუდგნენ, ოპოზიციისგან შეურაცხყოფებს ვისმენთ, წარმატებულ ექიმებზეც აგრესია მოდის მათი მხრიდან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ოპოზიცია ამბობს, რომ გეგმა არასწორია, მეორე მხრივ კი, აცხადებს, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება.

„ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის. ჯერ ერთი, საუბარი იყო, რომ ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი გეგმა არის არასწორი. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ზოგადად ეს არასაკმარისია. თუმცა ამავდროულად საუბრობენ, რომ ეს არის არჩევნებისთვის. თუ არასწორია და ცუდია, მაშინ არჩევნებთან როგორ იქნება კავშირში. აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ ამ პერიოდის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, სახელმწიფოს, ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს გვერდით დაუდგნენ, ვისმენთ შეურაცხყოფებს. წარმატებულ ექიმებზეც აგრესია მოდის მათი მხრიდან, რაც პირველ რიგში, თვითონ ამ ადამიანებს დააზიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.