კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პირდაპირი შეურაცხყოფებია სალომე ზურაბიშვილის მიმართ, თუმცა ამაზე არ ხდებოდა ყურადღების გამახვილება
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პირდაპირი შეურაცხყოფებია სალომე ზურაბიშვილის მიმართ, თუმცა ამაზე არ ხდებოდა ყურადღების გამახვილება

საარჩევნო კამპანიის ნეგატიურობა მხოლოდ მეორე ტურს არ უკავშირდება, საარჩევნო კამპანია მთლიანად ნეგატიურ ფონზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირდაპირ შეურაცხყოფებს აქვს ადგილი.

„ამას ახორციელებს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწოდება. მისი ლიდერები მხარდამჭერები, უამრავი მასალა და ფაქტი არსებობს, როდესაც შეხვედრები იმართებოდა რეგიონებში, იყო ჩაშლის, პრეზიდენტობის კანდიდატის შეურაცხყოფის მცდელობები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ამაზე სათანადო ყურადღება არავის გაუმახვილებია.

„სამწუხაროდ, ამაზე არ ხდებოდა ყურადღების გამახვილება, არ იყო საუბარი თუნდაც მიხეილ ბენიძის მხრიდან იმ დონეზე, რა დონეზეც იდგა საჭიროება და შედეგიც გვაქვს. მეორე ტურში მიმდინარე კამპანია ჩემთვის არ არის მისაღები, შეურაცხყოფები, რასაც ვისმენთ და რაც გრძელდება. ადამიანს უწოდებენ მოღალატეს ყოველგვარი დასაბუთების, ახსნა-განმარტების გარეშე, აწეპებენ დანაშაულს, რომელიც თავად აქვთ ჩადენილი, კონკრეტული ფაქტები და გარემოებები არსებობს. რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ, როდესაც 200-მდე სოფელი დავკარგეთ, ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მეომრები და გმირები, ამის ძირითადი შემოქმედი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი