კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე - 2026 წელს რომ მოეწერათ ხელი, ალბათ უფრო კარგი იქნებოდა
კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე - 2026 წელს რომ მოეწერათ ხელი, ალბათ უფრო კარგი იქნებოდა

სასაცილოა უბრალოდ, 2026 წელს რომ მოეწერათ დოკუმენტზე ხელი, ალბათ უფრო კარგი იქნებოდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს მაშინ არ შეუერთდა და ხელმოწერა დღეს დააფიქსირა.

პარტიაში განმარტეს, რომ „19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ოპოზიციის ერთობისა და 2 ოქტომბერს გამარჯვებისთვის“.

დატოვე კომენტარი