კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. თვითმარგინალიზაციას ეწევა, ვერანაირი რევოლოცია, დამხობა, გადატრიალების მცდელობა ვერ იქნება დღის წესრიგში, ეს ყველაფერი მარცხისთვისაა განწირული
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. თვითმარგინალიზაციას ეწევა, ვერანაირი რევოლოცია, დამხობა, გადატრიალების მცდელობა ვერ იქნება დღის წესრიგში, ეს ყველაფერი მარცხისთვისაა განწირული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ, ე.წ. თვითმარგინალიზაციას ეწევა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება მხოლოდ არჩევნების გზით და ვერანაირი რევოლოცია, დამხობა, გადატრიალების მცდელობა ვერ იქნება დღის წესრიგში.

„ოპოზიცია, კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ, ე.წ. თვითმარგინალიზაციას ეწევა, რაც ძალიან ცუდია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები მოხდება მხოლოდ არჩევნების გზით, ამას ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობა წყვეტს. ვერანაირი რევოლოცია, დამხობა, გადატრიალების მცდელობა ვერ იქნება დღის წესრიგში და იცოდეთ, ეს ყველაფერი მარცხისთვისაა განწირული. ქალბატონ ელენეს ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.