კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი პარტია
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი პარტია

„ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი პარტია, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება ქვეყანაში უმუშევრობის დონეს გაზრდის.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქის განვითარებასა და წინსვლას ხელს ვერავინ შეუშლის, ვინაიდან ეს არის საზოგადოების დაკვეთა.

„ჩვენ გვინდა სუფთა ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტაქსების რეგულირებით ვერ მოხერხდება, არის მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმილი, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდით წინასაარჩევნოდ და დღეს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ტაქსების რეგულირება არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, შეუძლებელია, ასე გაგრძელება და ამ ქალაქში ცხოვრება, თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არ იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოში „ევროპული საქართელოს” წევრები ტაქსის მძღოლებს ხვდებიან. პარტიის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება, ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით, არასწორია, რადგან ეს ტაქსის მძღოლებისთვის დიდი დარტყმა იქნება.