კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან, თავად გაერკვიონ და დალაგდნენ, მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, რა გადალაგება იქნება პარტიაში
კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან, თავად გაერკვიონ და დალაგდნენ, მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, რა გადალაგება იქნება პარტიაში

გამიჭირდება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ცხადია, დაპირისპირებაზე უკვე ღიად საუბრობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან.

„გამიჭირდება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ცხადია, ეს დაპირისპირება არსებობს და ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან. ასე რომ, თვითონ გაერკვიონ და დალაგდნენ. მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, როგორ და რა გადალაგება იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.