კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს
კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კალა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მოუწევს.

როგორც ჟურნალისტებს კალაძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია.

„შეთანხმების პროცესი მნიშვნელოვანი იყო. ბევრმა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ვიცით მათი ქმედებები. საზოგადოებას და ევროპელ მეგობრებს, ყველას აჩვენებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს კონკრეტული პარტია, როდესაც ის ოპოზიციაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ დოკუმენტზე მაინც მოუწევთ ხელის მოწერა“, – განაცხადა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 31 მაისს შევიდა, თუმცა პარტიამ უარი თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერაზე.