კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რადიკალური დღის წესრიგი, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რადიკალური დღის წესრიგი, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რადიკალური დღის წესრიგი.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აქციებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს ეხებოდა.

კალაძის თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

„ეს არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რადიკალური დღის წესრიგი. როგორც ყოველთვის ამ წლების განმავლობაში, დღესაც, სამომავლოდაც შემიძლია, გითხრათ დადასტურებით, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. შესაბამისად, ეს პოლიტიკოსები და ეს პოლიტიკური პარტიები იქნებიან დამარცხებული, როგორც წინა წლებში“, – განაცხადა კალაძემ.