კახა კალაძე - მზად ვართ, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გავმართოთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე
კახა კალაძე - მზად ვართ, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გავმართოთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე

მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, სხვადასხვა ცალკეულ პარტიებთან გავმართოთ შეხვედრები და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟუნრლისტებს განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თუ შეთანხმება არ მოხდება, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით.

„დიალოგი არის მნიშვნელოვანი. მივესალმები ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე საუბარი იყო პროცენტულ ბარიერზე, ეს ყველაფერი არის სამსჯელო და ყველაფრის განხილვა უნდა მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და იმსჯელოს მომავალ საარჩევნო სისტემაზე.შეთანხმება თუ ვერ მოხდება, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.