კახა კალაძე - მთაწმინდელების მხარდაჭერით აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი
კახა კალაძე - მთაწმინდელების მხარდაჭერით აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი

მთაწმინდელების მხარდაჭერით აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

,,საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენ მოლოდინებს რაც შეეხება, მთაწმინდელების მხარდაჭერით აუცილებლად გაიმარჯვებს ბატონი ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, დიდი თანადგომა.

რამდენიმე დღის წინ იყო დებატები და ბატონმა ლადო კახაძემ აჩვენა ბატონი შავგულიძის რეალური სახე “, – განაცხადა კახა კალაძე.

მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.