კახა კალაძე - მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები მნიშვნელოვანი და დროულია
კახა კალაძე - მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები მნიშვნელოვანი და დროულია

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები მნიშვნელოვანი და დროულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ამ პროექტის თანახმად მშენებლობის დასრულების შემდეგ ობიექტი გარშემო მწვანე ნარგავებით უნდა იყოს მოწესრიგებული.

“მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ, რომელიც არის ძალიან მძიმე. შესაბამისად, ცვლილებებს, რომლებსაც ვახორციელებთ არის ის, რომ როდესაც განაცხადი კეთდება ნებართვის აღებაზე, პირველივე დღიდან განხილვაში ჩართული იქნება ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური. ჩართული იქნება ტრანსპორტის სამსახური, რომ თავიდანვე განისაზღვროს, ის, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, რამდენად შესაძლებელი იქნება იქ მცხოვრები ადამიანისთვის ტრანსპორტით სარგებლობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ის, რომ გამწვანების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები. მიმდინარეობის მშენებლობა და არ გვხვდება ირგვლივ იმ ტერიტორიების მოწესრიგება, გამწვანება. შესაბამისად, როცა იქნება შეთანხმება სამშენებლო პროექტის, ამავდროულად ვალდებულება უჩნდებათ დამკვეთებს იმისა, რომ წარმოადგინონ დენდროლოგიური პროექტები, რომლებიც უნდა მოხდეს მერიასთან შეთანხმებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ მშენებლობის განხორციელების პროცესში და როდესაც დასრულდება მშენებლობა, უნდა იყოს ირგვლივ ტერიტორიები მოწესრიგებული, ანუ ჩვენ ამით ქალაქს შესაძლებლობას ვაძლევთ იმისა, რომ გავაჩინოთ უფრო მეტი მწვანე სივრცე, რომლის ნაკლებობა არის დედაქალაქში. მე მგონია, რომ ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია”, – განაცხადა კახა კალაძემ.