კახა კალაძე - მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია, ეს სწორად გავაკეთოთ
კახა კალაძე - მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია, ეს სწორად გავაკეთოთ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მშენებლობებთან დაკავშირებით მიდგომები თუ არ შეიცვალა, თბილისში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

დეველოპერებთან, მშენებლებთან გვქონდა შეხვედრა, ვიცით არსებული მდგომარეობა, პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით, რაც ყველას გვაწუხებს, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ოჯახებით, შვილებით. თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება.

განვითარებას, აღმშენებლობას და მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია, ეს გავაკეთოთ სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად. ამ ყველაფერში ჩვენი თანადგომა გექნებათ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ღიად, გამჭვირვალედ და მჯერა, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან და ეფექტურ პროექტებს განვახორციელებთ თქვენთან ერთად“, – განუცხადა კახა კალაძემ ბიზნესმენებს.