კახა კალაძე - მოსახლეობის ნაწილმა ამ პოლიტიკურ პარტიებს ზუსტად იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ პარლამენტში შევიდნენ
კახა კალაძე - მოსახლეობის ნაწილმა ამ პოლიტიკურ პარტიებს ზუსტად იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ პარლამენტში შევიდნენ

მივესალმებოდი, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესულიყვნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილმა სწორედ იმიტომ დაუჭირა მხარი ოპოზიციურ პარტიებს, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ და ხელისუფლებასთან ერთად გააკეთონ ის, რაც ქვეყანას სჭირდება.

„ჩვენ მეორე ტურისთვის ვემზადებით. გუშინ, პირველი შეხვედრა გვქონდა შტაბებთან და პარტიულ წარმომადგენლებთან. სრული მზაობაა მეორე ტურისთვის, რომელიც ჩატარდება. მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესულიყვნენ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს მხარი, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა, ისაუბრონ და ხელისუფლებასთან ერთად გააკეთონ ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება. რა თქმა უნდა, შეუძლიათ, კრიტიკულებიც იყვნენ. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გამიხარდებოდა მათი შემოსვლა პარლამენტში, დანარჩენი დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კალაძემ.