კახა კალაძე - მოსახლეობამ ცხოველებისადმი უხეში მოპყრობის ფაქტებზე შსს-ს უნდა მიმართოს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს
კახა კალაძე - მოსახლეობამ ცხოველებისადმი უხეში მოპყრობის ფაქტებზე შსს-ს უნდა მიმართოს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს

ადამიანები ცხოველებისადმი უხეში მოპყრობის ფაქტებზე ხშირად თბილისის მერიას მიმართავენ, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ. ამის რესურსი არ გვაქვს. მერია არაა ორგანო, რომელმაც დარღვევის შემთხვევაში უნდა იმოქმედოს, უნდა მიმართონ შსს-ს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„მივესალმები კანონის აღსრულებას. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ შსს-სა და პარლამენტთან ერთად, რომ ცვლილებები შეგვეტანა საკანონმდებლო დონეზე და გაგვემკაცრებინა ცხოველებისადმი უხეში მოპყრობის შემთხვევები. სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება. ადამიანები ხშირად მერიას მიმართავენ, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ. ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი. მერია არაა ორგანო, რომელმაც დარღვევის შემთხვევაში უნდა იმოქმედოს. ამისთვის შესაბამისი სამსახურებია. მოსახლეობას უნდა მოვუწოდოთ, რომ როცა ასეთი დანაშაული ხდება, მიმართონ შსს-ს. მივესალმები, რომ ამ გამკაცრებულმა კანონმა მუშაობა დაიწყო და ამოქმედდა. რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.