კახა კალაძე - მომღერლები ცუდ მდგომარეობაში არიან და ისინი მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში
კახა კალაძე - მომღერლები ცუდ მდგომარეობაში არიან და ისინი მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში, რომლებიც, საახალწლოდ, საშობაოდ და ძველით ახალ წელს გაიმართება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, პანდემიამ კულტურის სფეროს მწვავე პრობლემები შეუქმნა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში საჭიროა სოლიდარობა.

„კულტურის სფეროს წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ადამიანებად და თქვენ გგონიათ, მათ არ აქვთ პრობლემები? ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა, არის კულტურის სფერო. მე ადამიანებს არ დავტოვებ მარტო ამ პრობლემების პირისპირ. მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა და თანადგომა. როდესაც ვსაუბრობთ სოლიდარობაზე, მნიშვნელოვანია, ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. მომღერლები არიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას, რათა, ამ რთულ ვითარებაში, მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, კონცერტები ასევე გაიმართება შობას და ძველით ახალ წელს.

„ეს არ არის ერთი კონცერტი. კონცერტები გაიმართება ასევე შობას და ძველით ახალ წელს. ყველას ანაზღაურება მოხდება. გარდა ამისა, 2021 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.