კახა კალაძე მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კახა კალაძე მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ყველასთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გამოაკლდა ოჯახს, მეგობრებს, თბილისს, საქართველოს. ვწუხვარ და ვიზიარებ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ დიდ გულისტკივილს!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.