კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რა მიმართულებით მივდივართ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის
კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რა მიმართულებით მივდივართ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის თბილისში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. მისი თქმით, ამჟამად ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სტრატეგიაზე მუშაობა.

„მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რა მიმართულებით მივდივართ, რა პროექტები უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით. ძალიან დიდია მოთხოვნები სხვადასხვა თემებზე, სხვადასხვა მიმართულებით დახმარებებზე. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სტრატეგია, თუ როგორ მივდივართ, რა პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი და ამასათან დაკავშირებით გვექნება პრეზენტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არის რამდენიმე პროექტი, თუმცა არ არის საკმარისი, რომ რადიკალურად შეიცვალოს მდგომარეობა.

„ჩვენ რაღაც განსხვავებული არ შემოგვაქვს. უბრალოდ, გვინდა, საუკეთესო ქვეყნებში როგორი მიდგომაც არის, გავიზიაროთ გამოცდილება“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ამ სამსახურში დასაქმებულების ანაზღაურება არის თუ არა ადეკვატური, კალაძე აღნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელი საქმეს აკეთებს და მუშაობს, თანაც განსაკუთრებულ რეჟიმში. შესაბამისად, მისი თქმით, ამ თემაზე კითხვები არ უნდა იყოს

„დღისა და ღამის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები დაკავებული არიან სხვადასხვა საქმიანობით, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. ისინი ემსახურებიან ქალაქს, ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.