კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი იწყებს მუშაობას, მნიშვნელოვანია სიფრთხილე, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი იწყებს მუშაობას, მნიშვნელოვანია სიფრთხილე, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, მოსახლეობამ უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას.

„მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი იწყებს მუშაობას, მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან ფრთხილად, შევინარჩუნოთ ის მოწოდებები, რაც არის პირბადეებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.