კახა კალაძე მინსკში საქართველოს კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება
კახა კალაძე მინსკში საქართველოს კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება

1-2 სექტემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიზიტით ეწვევა ბელარუსის დედაქალაქ მინსკს, სადაც საქართველოს კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძე მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცთან შეხვედრას გამართავს.

ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გაიმართება; მოეწყობა ქართული ფილმების ჩვენება, გამოიფინება ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები, წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მინსკს თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა.