კახა კალაძე - მინდა, უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის, გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი იბრძვის სიმართლისთვის
პიტერ სიიარტოსთან ძალიან გულთბილი და მეგობრული შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ ყველაფერზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავს მოხვეულია და უდიდეს პრობლემას წამოადგენს, სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერთან, პიტერ სიიარტოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კალაძემ უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უნგრეთს, მის ხელისუფლებას, პრემიერ-მინიტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი იბრძვიან სიმართლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.