კახა კალაძე - მინდა, გთხოვოთ ყველას, ევროვიზიის მონაწილე უნიჭიერეს ბავშვებს მიეცით ხმა, დავუდგეთ გვერდით ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში, მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ევროვიზიის ქართველი მონაწილეების  მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, მათი გამარჯვება – ქვეყნის გამარჯვებაა.

„ჩვენს ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს, ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატსა და ოთო ბაზერაშვილს, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენენ საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მათი გამარჯვება – ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ ყველა, დავუდგეთ გვერდით პატარებს ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში. მინდა, გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ, იაქტიურეთ, მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ. წარმატებები და გამარჯვება საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ 26  ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მეათე ნომრად წარდგება.

24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყო.