კახა კალაძე - მინდა, დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ბევრი ბენეფიციარია, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ პირბადეები
კახა კალაძე - მინდა, დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ბევრი ბენეფიციარია, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ პირბადეები

დღეიდან მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებულ რიგებს, რათა არ იყოს ეს რიგები და ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი პატარა სივრცეში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება. დღეიდან მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგებს, რათა არ იყოს ეს რიგები და ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი პატარა სივრცეში. ჩემი თხოვნა იქნება, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, გავაკეთოთ რიგების დაცვა და ყველა ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, დამცავი საშუალება, მაქსიმალურად დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენ თვითონ იმ მოქალაქის ჯანმრთელობა და ასევე იმ ადამიანების, ვინც მათ ემსახურება. გარდა ამისა, მინდა დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს და ვემსახურებით ადამიანებს, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ პირბადეები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.