კახა კალაძე - მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას, იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის, როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი
კახა კალაძე - მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას, იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის, როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი

მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის და ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი.

„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის. როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის. მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერს კალაძე.