კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ
კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 

დღეს მიხეილ სააკაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: „თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ“.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, სამსახური შეინარჩუნოს.

„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში“, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი