კახა კალაძე - მედიასაშუალებებს ჩვენი ხელისუფლების პირობებში არანაირი საფრთხე არ ემუქრება
კახა კალაძე - მედიასაშუალებებს ჩვენი ხელისუფლების პირობებში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეზღუდავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში მედიათავისუფლებისა და „ტვ პირველის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის წლები, როდესაც სიტყვის თავისუფლება იზღუდებოდა.

მედიაპლურალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეზღუდავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის წლები, როდესაც ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რაც უფრო მეტი ტელევიზია, მეტი მედიასაშუალება იქნება ქვეყანაში, ამას მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება კონკრეტულად ამ მდგომარეობას, საქმის შინაარსი არ ვიცი, რომელ კონკრეტულ საქმესთან არის, მაგრამ ერთი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მედიასაშუალებებს საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იმ პოლიტიკის პირობებში, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება „ტვ პირველთან“ დაკავშირებით, ზოგადად ამ წერილთან დაკავშირებით, როგორც გაირკვა, ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა, ეს იყო რაღაც მოგონილი, იმიტომ რომ ვერ მოხდა ამის დადასტურება და შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. თუ რაიმე სიღრმისეული კითხვები არსებობს, მე გამიჭირდება პასუხების გაცემა იმიტომ, რომ ეს არის გამოძიების პრეროგატივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი გამოკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ წერეთლის  საგამოძიებო უწყებაში  გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ  გამოძიებას  უკავშირდება.

დატოვე კომენტარი