კახა კალაძე -  ბიბლიოთეკარებს დავპირდი, რომ არც ერთი მათგანი სამუშაო ადგილს არ დაკარგავს
კახა კალაძე - ბიბლიოთეკარებს დავპირდი, რომ არც ერთი მათგანი სამუშაო ადგილს არ დაკარგავს

ბიბლიოთეკარებს დავპირდი, რომ არც ერთი მათგანი სამუშაო ადგილს არ დაკარგავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა ბიბლიოთეკარების დასაქმებას რეფორმის შემდეგ.

„იქ მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი ენდობა ჩემს განცხადებებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. რაც დღეს იქ ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ბიბლიოთეკებში ძირითადად ხდება ბორშჩისა და ხარჩოს მომზადება, რაც ძალიან მძიმეა და ახალგაზრდას არანაირი სურვილი აღარ უჩნდება  იქ შესვლის. მე ამ ადამიანებს დავპირდი, რომ არც ერთი არ დაკარგავდა სამუშაო ადგილს. შესაბამისად, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.