კახა კალაძე - მივმართავთ მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან
კახა კალაძე - მივმართავთ მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან

მინდა ვთხოვო მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში უამინდობის გამო, „თბილსერვისის ტექნიკა“ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

„დედაქალაქში გაგვითოვდა. „თბილსერვისის ტექნიკა“ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად გამგეობები ჩაერთვებიან შიდა საუბნო გზების გაწმენდაში. ეს პროცესი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში, ვიდრე პრობლემა არ იქნება მოგვარებული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები იმის გამო, რომ ავტომობილების გამო ჩაიხერგა. მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოება, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, თუ არ გვაქვს ზამთრის სეზონის საბურავები. სამუშოები დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.