კახა კალაძე - მცდელობაა, რომ ფეიკნიუსებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ამის შესაძლებლობა ბოროტ ადამიანებს არ უნდა მივცეთ, მთავარი სამიზნე არის კახა კალაძე
კახა კალაძე - მცდელობაა, რომ ფეიკნიუსებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ამის შესაძლებლობა ბოროტ ადამიანებს არ უნდა მივცეთ, მთავარი სამიზნე არის კახა კალაძე

მინდა, შევეხო ფეიკნიუსებს, რომლის მიზანიც არის თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია. ყველანაირად ცდილობენ, როგორმე დისკრედიტაცია გაუწიონ დედაქალაქის მერიას და მთავარი სამიზნე არის კახა კალაძე, ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ, შეიყვანონ შეცდომაში, ძალიან ბევრ სისულელეს იგონებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ტელევიზიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ერთ-ერთ უბანში საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ არ მივცეთ ამის შესაძლებლობა ამ კონკრეტულ ტელევიზიებს. გუშინ „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ იყვნენ მთავარი, ვინც ამ სიცრუეს ტირაჟირებდა, თითქოს მუხიანში დედაქალაქის მერიამ საბავშვო ატრაქციონები დააყენა უკუღმა, არასწორად. მიდიოდა სიცილ-კისკისი, თურმე ჩვენ რა უუნაროები ვართ. ასეთი დაბალი დონის ადამიანებისთვის ღირს თუ არა პასუხის გაცემა? ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოების იმ ჯანსაღ ნაწილს, ვისაც უხარია ქვეყნის განვითარება, წინსვლა, მათთვის გავაკეთებთ განმარტებებს. იმათ არაფერი ეშველებათ, ფსკერზე ქვემოთ არიან, ეს მათი უფლებაა. ქვეყანაში დემოკრატია გვაქვს, თუმცა სიცრუის უფლებას არ მივცემთ და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ხდება მიზანიმიმართულად ფეიკნიუსების გავრცელება. მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ამის შესაძლებლობა ბოროტ ადამიანებს არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა კალაძემ.