კახა კალაძე - მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობა უახლოეს დღეებში დაიწყება
კახა კალაძე - მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობა უახლოეს დღეებში დაიწყება

თბილისის მერი აცხადებს, რომ   უახლოეს დღეებში, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გაზგამტარი  საბურთალოსა და დიდ დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ ქალაქში ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მინდა ერთ კონკრეტულ პროექტზე მოგახსენოთ. ეს არის მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული გზაგამტარი არსებითად განტვირთავს მოძრაობას ვაშვლიჯვრის დასახლებაში და გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიდ დიღომს შორის. ყველამ ვიცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე გადაადგილება, განსაკუთრებთ პიკის საათებში. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ეს მონაკვეთი სრულად განიტვირთება. გარდა ამისა, თავისუფლად მოხდება გადაადგილება ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  პროექტის განხორციელებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება, საერთო ღირებულება კი  დაახლოებით, 4,5 მილიონ  ლარს შეადგენს.