კახა კალაძე - მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს, მაგრამ მისი მიმართულება ახალი სახეების შერჩევა არ არის
კახა კალაძე - მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს, მაგრამ მისი მიმართულება ახალი სახეების შერჩევა არ არის

მაია მიმინოშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს, მაგრამ მისი მიმართულება ახალი სახეების შერჩევა არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკითხზე კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ახალ სახეებს პოლიტსაბჭო არჩევს.

„დიდი ხანია უკვე, ქალბატონი მაია მუშაობს ჩვენთან. მისი საქმიანობა ემსახურება სხვადასხვა მიმართულებას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ კადრების გადამზადებასა და ტრენინგებში მიიღებს მონაწილეობას.