კახა კალაძე - მაღლივიდან ბაგების მიმართულებით საავტომობილო ხიდის პროექტზე მუშაობა დაწყებულია
კახა კალაძე - მაღლივიდან ბაგების მიმართულებით საავტომობილო ხიდის პროექტზე მუშაობა დაწყებულია

მაღლივიდან ბაგების მიმართულებით საავტომობილო ხიდის პროექტზე თბილისის მერიას მუშაობა დაწყებული აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, პროექტის განხორციელებას მომავალ წელს დაიწყებენ. საავტომობილი გზა მაღლივისა და წყნეთის დამაკავშირებელი იქნება, რაც საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს.

„პროექტზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და დიდი ალბათობით, მომავალ წელს დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რომელიც გვგონია, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მნიშვნელოვანი იქნება საცობების განტვირთვის თვალსაზრისითაც. დღეს ძალიან დიდი პრობლემაა წყნეთში ამავალი და ჩამომავალი მძღოლებისთვის. არის საცობები და მგონია, რომ ხიდის პროექტი ხელს შეუწყობს განტვირთოს არსებული მდგომარეობა”, – განაცხადა კალაძემ.