კახა კალაძე - მადლობა შს მინისტრს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში თანადგომისთვის
კახა კალაძე - მადლობა შს მინისტრს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში თანადგომისთვის

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის თანამშრომლებს.

კახა კალაძის თქმით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შეზღუდვები და პრობლემა რაც იყო აქ გადაადგილების თვალსაზრისით, მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას და მათ თანამშრომლებს.