კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

15:22, 22.10.2019

მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ამჟამად ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის მშენებლობის პროცესს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პროექტის მიხედვით, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხ ზოლიანი იქნება.

პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მისი ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი