კახა კალაძე ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზა მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. 2 კმ-ის სიგრძის ჩამოსასვლელი გზა „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსს“ შორის გაივლის. პროექტი ოთხზოლიანი ბეტონის გზის, ამსველ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით მოწყობას ითვალისწინებს. გზის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალამრიდები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების ქსელი.

„დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა, რომელიც დაუკავშირდება მარშალ გელოვანს. ეს რა თქმა უნდა დაეხმარება, რომ განიტვირთოს მოძრაობა, რადგან საკმაოდ ბევრი ავტომობილი სარგებლობს ამ კონკრეტული გზით, რომელიც არ ყოფნის და შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ეს გზა იქნება ყველანაირად მოწესრიგებული, ძალიან მაგარი პროექტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია და მის განხორციელებას შვიდი თვე დასჭირდება.