კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ბრალდებაზე- მარგინალები საინტერესო არ არიან

13:26, 08.12.2017

მარგინალები საინტერესო არ არიან, –  ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კითხვას, რომელიც” ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

“მარგინალები საინტერესო არ არიან. გაქვთ სხვა კითხვა?” – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გუშინ დედაქალაქის მერია შესაძლო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

კერძოდ, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სადღესასწაულო გაფორმებაზე სამჯერ მეტი თანხა იხარჯება, რაც 3 მილიონს შეადგენს. ხაბეიშვილის თქმით, ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთანაა გაფორმებული, რომელსაც ანგარიშები აქვს მილანში.

მსგავსი