„ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის მერიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქის მერიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. საუბარია საახალწლო განათებაზე. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სადღესასწაულო გაფორმებაზე სამჯერ მეტი თანხა იხარჯება რაც 3 მილიონს შეადგენს. ხაბეიშვილის თქმით, ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთანაა გაფორმებული, რომელსაც ანგარიშები აქვს მილანში. აღნიშნულს პასუხობენ ქართულ ოცნებაში. ირაკლი ზარქუას თქმით, აქცენტი ხარისხზე გაკეთდა და აქედან გამომდინარე, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, ბიუჯეტიდან თანხა ამ მიმართულებით აღარ დაიხარჯება. მისივე ცნობით, ხელშეკრულება იტალიურ კამპანიასთან 5 ოქტომბერს გაფორმდა, რა დროსაც, კახა კალაძეს მერიასთან შეხება არ ჰქონდა.