კახა კალაძე - ლაბორატორიული დასკვნა გვაჩვენებს, დაექვემდებარება თუ არა სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსი აღდგენას
კახა კალაძე - ლაბორატორიული დასკვნა გვაჩვენებს, დაექვემდებარება თუ არა სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსი აღდგენას

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც სპეციალური ლაბორატორია დასკვნას დადებს.

“როგორც კი საგამოძიებო სამუშაოები დასრულდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე შევალთ და დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ველოდებით სამუშაო ჯგუფის გამოსვლას. მერიის დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორია შევა ადგილზე, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა და გვექნება სრული სურათი, დაექვემდებარება თუ არა ეს კორპუსი აღდგენას. თუ არ დაექვმდებარება, აღდგენითი სამუშაოებიც არ განხორციელდება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტებთან მერმა ასევე  დედაქალაქის ბიუჯეტის უკან გამოთხოვის მიზეზები განმარტა.

“მოვისმინე ოპოზიციის განცხადება ბიუჯეტთან დაკავშირებით და მინდა ერთი რამ გითხრათ. მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კახა კალაძეს და პარტია “ქართულ ოცნებას” იმ პროგრამით, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა წარდგენილი. შესაბამისად, ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ, მასზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა. ძალიან საინტერესო, მასშტაბური და კომპლექსური პროექტები გვაქვს მომავალი წლისთვის დაგეგმილი”,  განაცხადა თბილისის მერმა.