კახა კალაძე - კრწანისის რაიონში ახალი სკვერი ოკუპაციის შედეგად დაღუპული გმირების სახელობის იქნება
კახა კალაძე - კრწანისის რაიონში ახალი სკვერი ოკუპაციის შედეგად დაღუპული გმირების სახელობის იქნება

კრწანისის რაიონში მდებარე ახალი სკვერი ოკუპაციის შედეგად დაღუპული გმირების სახელობის იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში განაცხადა, სადაც ახალი სკვერის გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„შემოვდივარ წინადადებით, რომ მშვიდობიანობის დროს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად ეს პარკი გახდეს მათი სახელობის. გამოვაცხადებთ კონკურსს სახელთან და მემორიალთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს, რადგან მართლაც ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ვინც ოკუპაციას შეეწირა, მაგრამ ძალიან დიდი უბედურება და კატასტროფაა, რომ ამ მშვიდობიანობის დროს ოკუპაციას ეწირებიან ადამიანები. გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი არჩილ ტატუნაშვილი და შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

სკვერის კეთილმოწყობა დაახლოებით სამ თვეში დასრულდება.