კახა კალაძე - კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში როცა არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საჭიროა პასუხი, ახსნა-განმარტება, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია
კახა კალაძე - კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში როცა არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საჭიროა პასუხი, ახსნა-განმარტება, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია

კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში როდესაც ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პასუხი, ახსნა-განმარტება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა დასავლეთის მიმართ კრიტიკას.

„არის დისკუსია, პოლემიკა გარკვეულ საკითხებზე. როდესაც ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პასუხი, სჭირდება ახსნა-განმარტებების გაკეთება. ასე რომ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.