კახა კალაძე - კომპანია „სვეტის" წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ
კახა კალაძე - კომპანია „სვეტის" წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „სვეტის” წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანია „სვეტის“ მშენებლობების უმრავლესობა იყო უნებართვო და პრობლემური.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „სვეტის“ მენაშენეებთან შეხვედრას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრისთვის მზად არის.

„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ მათთან შეხვედრის. ნებისმიერ დროს შეიძლება. ჩვენ ამ კომპანიას შევუჩერეთ ყველანაირი სამუშაოები, შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ. ფაქტობრივად მათი მშენებლობების უმრავლესობა იყო უნებართვო, იყო პრობლემური მშენებლობები და ჰქონდათ ფინანსური პრობლემები, რომლებიც უკვე იკვეთება. ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ, ნათელია ყველაფერი, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენს კომპანია. შეხვედრას არანაირი პრობლემა და წინაღობა არ აქვს, რა თქმა უნდა, შევხვდები ნებისმიერ დროს”, – განაცხადა კახა კალაძემ.