კახა კალაძე - ხომ ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში?
კახა კალაძე - ხომ ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში?

ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, რა არის ცუდი ამაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძეს ჰკითხეს, რა არის იმ ადამიანების მიზანი, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებს აპროტესტებენ.

კალაძის თქმით, რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, შესაბამისად, მათთვის შედარებით მარტივი იქნება პირდაპირი ფრენა.

„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ ხომ გვახსოვს მათი განცხადებები იმავე ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით, რა არის ცუდი ამაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება, თუ ადამიანი ერევნის გავლით ან სხვა ქვეყნის გავლით შემოდიოდა საქართველოში, პირდაპირი ფრენებით თუ შემოვა, ცუდი რა არის ამაში? ხომ ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში?“ – აღნიშნა კალაძემ.