კახა კალაძე - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ჩვეულებრივი დეპუტატები არიან და მათ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კალაძე - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ჩვეულებრივი დეპუტატები არიან და მათ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოძრაობა „ხალხის ძალის“ შესახებ.

„ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული ამ ადამიანების მხრიდან. იმ კითხვებს, რომელიც იქნა დასმული მათი მხრიდან, ძალიან გამიხარდებოდა, პასუხები მოჰყოლოდა. ისინი ჩვეულებრივი დეპუტატები არიან და მათ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, კითხვის ნიშნები უნდა გაქრეს“, – განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ „როცა აშშ-ის საელჩოს მიმართ კითხვები ლეგიტიმურია, ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს“.