კახა კალაძე – ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო გამორჩეული სახე როგორც სატელევიზიო ეკრანზე, ისე კინოში, ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის ტკივილს

14:25, 27.12.2020

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან და მსახიობ ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„გარდაიცვალა ჯულიეტა ვაშაყმაძე – ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი. მან დიდი როლი ითამაშა ქართული ტელევიზიის ისტორიაში. ის იყო გამორჩეული სახე როგორც სატელევიზიო ეკრანზე, ისე კინოში. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების ტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

გარდაიცვალა ჯულიეტა ვაშაყმაძე – ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი. მან დიდი როლი ითამაშა ქართული ტელევიზიის…

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Sunday, December 27, 2020

 

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე დღეს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი