კახა კალაძე - ჯანსაღად ვინც ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ქვეყნის განვითარების, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბოროტი, სამარცხვინო წარსული
კახა კალაძე - ჯანსაღად ვინც ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ქვეყნის განვითარების, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბოროტი, სამარცხვინო წარსული

ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ამ ქვეყნის განვითარების, სურვილი გვაქვს ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების არსებობის, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ სააკაშვილი არის წარსული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი, სამარცხვინო, შეიძლება, ამ სიტყვებით შევაფასოთ. ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერასდროს, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს, პოლიტიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა, ვერ უნდა გაბედოს მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ისე, როგორც სააკაშვილი და თავისი ხელისუფლება ექცეოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს იყო უმძიმესი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ყველაფერი არის წარსული და არასდროს და ვერასდროს ვერ უნდა დაბრუნდნენ ასეთი ადამიანები პოლიტიკაში და ქვეყნის მმართველობაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.