კახა კალაძე - ჯამლეტ ხუხაშვილს დიდი წვლილი აქვს ქართულ სპორტში, ასევე ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობაში
კახა კალაძე - ჯამლეტ ხუხაშვილს დიდი წვლილი აქვს ქართულ სპორტში, ასევე ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობაში

ჯამლეტ ხუხაშვილს დიდი წვლილი აქვს ქართულ სპორტში, ასევე ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერმა ჯამლეტ ხუხაშვილს იუბილე მიულოცა.

„მინდა, ბატონ ჯამლეტს მივულოცო 75 წლის იუბილე. მინდა, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ბატონი ჯამლეტი არის ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ სპორტში და ასევე, მეორე მხრივ, ვთქვა მადლიერება, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ ურთიერთობაში ჯამლეტს აქვს განსაკუთრებული როლი. ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები 26 საუკუნეს ითვლის. ამისთვის მადლობა მას, მის ოჯახს, მის უსაყვარლეს მეუღლეს ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჯამლეტ ხუხაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გრიბოედოვის თეატრში გაიმართა.