კახა კალაძე - ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული
კახა კალაძე - ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ოპოზიცია ამ პროცესს მხოლოდ ხელს უშლის.

„ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. ივნისში აღნიშნული გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება. ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყველა უნდა ვიყოთ მოწადინებულები, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ კონკრეტული პარტიები ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დროსაც ყველაფერს აკეთებდნენ, როგორმე ხელი შეეშალათ. იგივე ხდება დღესაც. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია, მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს“, – განაცხადა კახა კალაძემ.