კახა კალაძე იტალიაში თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების პროცესს გაეცნო [ვიდეო]

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რეჯიო ემილიაში ის საწარმო დაათვალიერა, სადაც საქართველოს დედაქალაქისთვის განკუთვნილი საახალწლო განათებები და თბილისის მთავარი ნაძვის ხე მზადდება.

კახა კალაძემ საწარმოში მიმდინარე სამუშაოები მოქალაქეებს ფეისბუქლაივის საშუალებით აჩვენა.

„დედაქალაქი საახალწლოდ იქნება ძალიან ლამაზად განათებული, ყველანაირად მოწესრიგებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო კონცერტებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

რაც შეეხება დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს, კახა კალაძის თქმით, ის თითქმის 25 მეტრის სიმაღლის იქნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, იტალიურმა კომპანიამ (IDO SRL) „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.