კახა კალაძე - გვაქვს იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბოლომდე შეასრულებს დაპირებას, რაც გასცა „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით
კახა კალაძე - გვაქვს იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბოლომდე შეასრულებს დაპირებას, რაც გასცა „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ აშშ-თან ურთიერთობები დარეგულირდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მზად არის, რომ აშშ-თან ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა „დიფ სთეითის“ და მისი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე, მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ღრმად ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი, უნდა მოხდეს „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე შევამჩნევთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ იმ დაპირებას, რაც გასცა „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.