კახა კალაძე - გუნდში ბიძინა გეგიძის გარიცხვაზე მსჯელობა არ ყოფილა
კახა კალაძე - გუნდში ბიძინა გეგიძის გარიცხვაზე მსჯელობა არ ყოფილა

ბიძინა გეგიძის გარიცხვაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შეიძლება შეცდომები არსებობდეს, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რათა ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი.

„ბიძინა გეგიძის განცხადებები არ მომისმენია, ამიტომ შეფასება გამიჭირდება. ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ამას ვერ დავეთანხმები, აბსურდი და მოგონილია. სისულელეს დავარქმევდი. 2012 წლის შემდეგ ცვლილებები, რაც განხორციელდა, არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. შეიძლება შეცდომები ჩვენც გვაქვს, შეიძლება ქვეყანაში ბევრი მიმართულებითაა პრობლემები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი. გუნდში მის გარიცვხაზე მსჯელობა არ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.